ფრანსუა ოლანდი: უკრაინაში ომამდე ერთი ნაბიჯია

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ უკრინაში ომის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯია.
“მე ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო გეგმის შესრულება არ მოხდება, მაშინ სცენარის შესაძლო განვითარდება ყველასთვის ცნობილი იქნება. მას ერთი სახელი ჰქვია: ომი”,  – განაცხადა ოლანდმა.
როგორც საინფორმაციო საშუალება “ობოზრივატელ-ქომ” იუწყება, განცხადება ამის შესახებ ოლანდმა რუსეთში, სამშვიდობო გეგმის შესახებ საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების გეგმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორი დღის წინ, ჯერ უკრინაში ჩაიტანეს და პეტრე პოროშენკოს გააცნეს, შემდეგ კი მოსკოვში. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ორი ქვეყნის ლიდერს სამშვიდობო შეთანხმების მისეული ვერსია შესთავაზა.”ტრიპოლსი” ასე ჰქვია მის გეგმას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა უკრაინაში არჩვენების გამოცხადებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები