სოლიდარობა უკრაინას – პოლონეთის პრეზიდენტი 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში აღარ გაემგზავრება
პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი, მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე აღარ გაემგზავრება. მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრინის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და მის მიერ უკრიანის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციაა. ამის შესახებ კომოროვსკიმ “რადიო პოლონეთთან” საუბრისას განაცხადა. იგივე განცხადება გააკეთეს პრეზიდენტის პრესცენტრშიც.
“რთულია წარმოსადგენია, მდგომარეობა,როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გამართულ აღლუმში მაშინ, როდესაც მისი ჯარების ნაწილი, უკრაინაში აგრესიულ პოლიტიკას ატარებს”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.