სკანდალი: აშშ-ში, 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის კვალი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან მიდის
აშშ-ში, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის ახალი ვერსიის თანახმად, ნიუ-იორკის ცათამბჯენების აფეთქებაში, საუდის სამეფო ოჯახის ბრალეულობა იკვეთება. ინფორმაციას ამის შესახებ, ტერორისტული დაჯგუფების “ალ-ქაიდას” წევრი ავრცელებს. ამჟამად ის ამერიკის ერთ-ერთ საპატიმროში აღნიშნულ ტერაქტში მონაწილების მიღებისათვის საჯელს იხდის.მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ზაკარიას მოუსაუ აცხადებს, რომ თავად მონაწილეობდა იმ შეხვედრაზე, სადაც საუდის სამეფო ოჯახმა, “ალ-ქაიდას” წევრებს, ცათამბჯენებზე თავდასხმის ორგანიზატორობა შესთავაზა. ტერაქტის დაფინანსება, აწ გარდაცვლილმა ტერორისტმა ბინ ლადენმა კი სწორედ საუდის არაბეთის ოჯახისგან მიიღო. როგორც პატიმარი აცხადებს, აუდიო ჩანაწერიც კი არსებობს, რომელიც მისი ნაამბობის ავთენტურობას დაამტკიცებს. საუდის არაბეთს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.