ერაყში მომხდარი ტერაქტების შედეგად 45 ადამიანი გარდაიცვალა, 50 კი მძიმედ დაშავდა
ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი აფეთქების შედეგად 45 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, 50 -მდე კი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება რესტორანში მოხდა. კამიკაძე ტერიროსტმა იქ თავი აიფეთქა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და მას 22 ადამიანის სისცოცხლე შეეწირა. დღეს დილით, კი ბაღდადში მეორე აფეთქებას ჰქონდა ადგილი. ტერაქტის ინიციატორი აქაც, კამიკაძე ტერორისტი იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა მას ტანსაცელში ჰქონდა დამონტაჟებული. აფეთქებას ამჯერად 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.