იორდანიის მიერ ისლამისტ რადიკალებზე შეტევას 26 წლის ამერიკელი გოგონას სიცოცხლე შეეწირა

სირიაში,”ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბომბვას, იორდანიის სახელმწიფოს მხირდან 26 წლის ამერიკელი გოგონას სიცოცხლე შეეწირა. როგორც საინფორმაციო საშუალება “როიტერი” იუწყება, კაილა მილერი რადიკალ ისლამისტებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. აშშ-ს მთავრობისგან გოგონას გამოსასყიდად ისინი ფულად კომპენსაციას ითხოვდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, გოგონას გამტაცებლები ოჯახთან კონტაქტზე აღარ გამოსულან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს მილერი იქ ჰყავდათ დატყვევებული, სადაც იორდანიის სახელმწიფომ თავიანთი მფრინავის მკვლელობაზე შურის საძიებლად, საჰაერო სივრციდან ბომბები ჩამოყარა.
აშშ-ს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა ვარაუდობენ, რომ გოგონა, იორდანიასა და ისლამურ სახლმწიფოს შორის მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა.

10984889_1541934086058163_2016938903_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები