აბაშაში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში, 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს და შემდეგ გაქურდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალი მკვლელობის, ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების შესაბამისი მუხლებით წარედგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ სანადირო თოფით მოკლეს, შემდეგ კი მისი ფერმიდან 30 სული საქონელი წაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები