ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგონას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ მძღოლი ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები