რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ შშმ პირთა დახმარებას განაგრძობს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძისა და ამავე რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ერთობლივი ძალისხმევით, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირთა დახმარებები გრძელდება.
რიმა ბერაძე და ზურაბ ჩიკვილაძე დღეს ლებარდეს ქუჩაზე მცხოვრებ სუდაძეების ოჯახს ეწვივნენ და 18 წლის მარიამს საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
რიმა ბერაძემ რაიონის გამგებელს კომპიუტერის შეძენის შუამდგომლობით მარიამ სუდაძის თხოვნის საფუძველზე მიმართა, რის შედეგადაც, ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და სამაჟორიტარო ბიუროს ერთობლივი ძალისხმევით, მას საჩუქრად კომპიუტერი და პრინტერი გადაეცა.
ჩუღურეთის რაიონში 20 წლამდე ასაკის ეტლებს მიჯაჭვული 9 შშმ ახალგაზრდა ცხოვრობს და, შესაბამისად, თანატოლებთან კომუნიკაციას მოკლებულნი არიან.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, მისი სამაჟორიტარო ბიუროსა და ამავე რაიონის გამგეობის მიერ სამომავლოდ სხვადასხვა ცენტრის მოწყობაა დაგეგმილი, რაც შშმ პირებს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში შეუწყობს ხელს. ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, სოციალური დახმარების კუთხით გამგეობა რაიონში მცხოვრები მოქალაქეების დახმარებას კვლავაც გააგრძელებს და საჩუქრებს, მარიამის მსგავსად, სხვა შშმ პირები და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ახალგაზრდებიც მიიღებენ.