პრემიერი სახელმწიფო მოხელეებს აფრთხილებს

ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან ცნობით, საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოა, ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან სრულად თავისუფალია, თუმცა ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი და არაფრისმომცემი ბიუროკრატიის შექმნა დაუშვებელია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის და პრობლემებს დროულად არ მოუგვარებს.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე განიხილეს ელექტროენერგეტიკის განვითარების სტრატეგია, ელექტროსისტემის განვითარების გეგმა და ახალი პროექტები, რომელთა ნაწილი თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები