ქართველ დეპუტატთა ნაკრები ანტალიაში ფეხბურთის მინი-ჩემპიონატში ითამაშებს

საპარლამენტო დელეგაცია დღეს ოფიციალური მიწვევით თურქეთში გაემგზავრა. დეპუტატები მინი ფეხბურთის ჩენპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
ქართული მხარე 13 -კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი.
“გარდა სპორტისა, იქნება ჩვენი ორმხრივი შეხვედრები და ყველა საჭირბოროტო საკითხზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, გავმართავთ არაფორმალურ საუბრებს ჩვენს მეგობრებთან,” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
იმის გამო, რომ დეპუტატების ნაწილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა ფეხბურთის სათამაშოდ, დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა არ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები