თეა წულუკიანი: შსს და მთავრობა ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც მთლიანად მთავრობა ქვეყანაში შუღლის გაღვივების მცდელობას არ დაუშვებს. როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არეულობა არ მოხდება და ეს ყველას უნდა ესმოდეს.
“ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს არ ებრძვის პარლამენტი, ამას ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტრო და, აქედან გამომდინარე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არც ეს სამინისტრო და არც მთავრობა საქართველოში არ დაუშვებს იმას, რომ საზოგადოების ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რომ გაღვივდეს პოლიტიკური თუ სხვა შუღლი და მივიღოთ არეულობა – ეს არ მოხდება“, – განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები