პრემიერი შესაძლო დესტაბილიზაციაზე – მიმაჩნია, რომ არ უნდა მოახდინოთ თემის დრამატიზება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყანაში არეულობის მცდელობაზე საუბარს სიტუაციის დრამატიზების მცდელობას უწოდებს.
თუმცა, მისივე თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
“მიმაჩნია, რომ არ უნდა მოახდინოთ თემის დრამატიზება. არაფერი არ ხდება, არავითარი ისეთი განცხადება არ გაკეთებულა, ზოგადი საუბარი იყო იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება სურდეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ თუ ვიღაც რაიმეს გაბედავს, ძალიან მკაცრად დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები