საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის დეტალების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.
“განხორციელებული კიბერშეტევის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, აამოქმედოს სამინისტროს ახალი ვებგვერდი, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე ნაწილობრივ დასრულებულია. შესაბამისად, ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს მასზე მოცემული არასრული ინფორმაციის გამო და ვაცნობებთ, რომ საიტის საინფორმაციო კონტენტის შევსება ახლო მომავალში დასრულდება. ვებგვერდის ახალი ვერსია მისამართზე: www.mfa.gov.ge დღის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი. ამჟამად შეფერხებით მუშაობს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ვებგვერდებიც”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები