“სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ”

სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებზე კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, გამოძიება გრძელდება, და თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასევე მოხდება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.
“მოგეხსენებათ, პროკურატურას მიჰყავს ეს საქმე. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, დააკავეს. გამოძიება გრძელდება, და თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასევე მოხდება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხებათ სპეცრაზმელებს, რა თქმა უნდა, გვქონდა ინფორმაცია, რას აპირებდა პროკურატურა. რომ გითხრათ, არ გვქონდა და ისინი ისე გავათავისუფლეთ სამსახურიდან-მეთქი, ტყუილი იქნება. პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მომხდარიყო მათი დაკავება, ამიტომ მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან სპეცდანიშნულების ბიჭები მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ. ეს ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები