მურთაზ ზოდელავა: ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ

ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ მათ, ვისაც ამის არ სჯერა, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ზოდელავამ აღნიშნა, “ქართული ოცნება” ჟვანიას საქმეში ვერაფერი მოიპოვა და პროცესის გაწელვას ცდილობს.
“ქართული ოცნება” ცდილობს გაახანგრძლივოს ეს პროცესი. ვერაფერი მოიპოვა ამ უბედურ შემთხვევაში და ცდილობს მის გამოყენებას დივიდენდებისთვის. დროა, “ქართულმა ოცნებამ” თქვას, რომ ატყუებს საზოგადოებას”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები