ბექა პაპუაშვილის ბებია:  ზურა ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა მომიკლეს შვილიშვილი

ბექა პაპუაშვილის ბებია რენალი მაჭავარიანი აცხადებს, რომ მის შვილიშვილსა და ზურაბ ვაზაგაშვილს შორის ნამდვილად მოხდა დაპირისპირება, რასაც მოგვიანებით მისი მკველობა მოჰყვა. ბექა პაპუაშვილის ბებია ასევე აცხადებს, რომ იმ დროს ბექასთან ერთად მისი მეგობარი გიორგი გაბუნიაც იმყოფებოდა, რომელიც პოლიციასთან დამნაშავეების დასახელებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ისიც მოკლეს.
“ზურა ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა მომიკლეს შვილიშვილი. ისინი ორი თუ სამი იარარით იყვნენ მოსულები. აი ამას ვამბობ, მათ მომიკლეს შვილიშვილი, 20 წლის ბექა პაპუაშვილი. გაბუნიას პოლიციაში დაუწერია, რომ მე ამოვიცნობ, ვინც ესროლაო”,- აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები