ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ადვოკატი აცხადებს, რომ მსჯავრდებულების გლდანის საპატიმროში გადაყვანა სახიფათოა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ერთ-ერთი ადვოკატი დარეჯან გილაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ბრალდებულები არა მატროსოვის ციხეში არამედ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ. აღნიშნულ ფაქტი კი ბრალდებულების სიცოცხლისათვის შესაძლოა სახიფათო იყოს. “ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პოლიციელების გლდანის მერვე დაწესებეულებაში გადაყვანის შემთხვევაში. შესაძლებელია, რომ მათ მიმართ პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდეს გარკვეული სახის ინციდენტებს, ვინაიდან წლების განმავლობაში თითოეულ მათგანს მონაწილეობა აქვს მიღებული დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში”,-განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები