ია მეტრეველი: მკვლელები – ყველანი ციხეში უნდა იყვნენ

„სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ“ – ასე ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
როგორც ია მეტრეველმა სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ზურა ვაზაგაშვლის მკვლელობაში ბრალდებულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ ჩადენილ დანაშაულზე და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.
„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ვულოცავ საზოგადოებას, მკვლელები – ყველანი ციხეში უნდა იყვნენ და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“, – განაცხადა ია მეტრეველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ 11 პირს და ერთ პირს, რომელიც მიმალვაში იმყოფება, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები