„ადეიშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით უკრაინისგან პასუხი არ მიგვიღია“

ადეიშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით უკრაინული მხარისგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინასთან მუშაობა გრძელდება.
„როგორც მოგეხსენებათ, ადეიშვილზე წითელი ცირკულარით გამოცხადებულია ძებნა ინტერპოლის მიერ. ჩვენ ყველა სახელმწიფოს, სადაც კი გავიგებთ, რომ ეს პიროვნება იმყოფება, მივმართავთ, რათა მათზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ, აღნიშნული პიროვნება დააკავონ და გადმოსცენ საქართველოს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასთან. მას უკვე მივმართეთ შესაბამისი მოთხოვნით და ამ საკითხზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია“, – აღნიშნა გოგაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ იქნება ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოსთვის გადმოცემისთვის ხელისშემშლელი ის გარემოება, რომ უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეა, როგორც გიორგი გოგაძემ აღნიშნა, ასეთი საკითხები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე არ წყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები