კულტურის მინისტრი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა


დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს ალესანდრო სავაროსს უმასპინძლა.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესს, ასევე საბჭოსა და სამინისტროს შორის სამომავლო ურთიერთობის გეგმებს. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ მინისტრს მადლობა გადაუხადა მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები