მერიამ 210 ტროტუარზე პარკირების გაუქმების გადაწყვეტილება უკვე მიიღო

თბილისის მთავრობამ 210 ტროტუარზე პარკირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, შესაბამისმა სამსახურებმა მერის დავალებით საკითხი შეისწავლეს და რამდენიმე ტროტუარზე კრიტიკული მდგომარეობა აღმოჩნდა.
„ავტომანქანების პარკირების შემდგომ იქ აღარ რჩებოდა ადგილი ფეხით მოსიარულეებისათვის. ტროტუარი თავისი პირდაპირი დანიშნულებით, არის სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის და არა ავტომანქანებისთვის. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 210 პარკირების ადგილის გაუქმებასთან დაკავშირებით ტროტუარებზე, რაც შვებას მისცემს ფეხით მოსიარულეებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ადგილებში, სადაც ტროტუარის სიგანე სამ მეტრზე ნაკლებია, ავტომანქანების პარკირება გაუქმდება.
ამასთან, დავით ნარმანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკირების ადგილებს ააშენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები