რით დაემუქრა ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილი “თავისუფალი თაობის“ წევრებს

ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილი „თავისუფალ თაობას“ ემუქრება – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი დარსალიამ საქლაქო სასამართლოს შენობის წინ განუცხადა.
„სასამართლოს გარეთ, სადაც ჩვენი ორგანიზაციის წევრები ვიდექით, გამოვიდა ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილი და დაიწყო „თავისუფალი თაობის“ მიმართ შეურაცხყოფა. იყო მუქარის ტონი, რომ მამამისი მალე გამოვიდოდა და ჩვენც იგივე ბედს გავიზიარებდით, როგორი ბედიც ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილებსა და სხვა უმოწყალოდ ჩახოცილ ადამიანებს ხვდათ წილად “, – განაცხადა ანი დარსალიამ.
ამასთან, „თავისუფალი თობა“ მოითხოვს, უსწრაფესად ჩატარდეს საქმის გამოძიება და კანონის ფარგლებში დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ.
“დღეს საქალაქო სასამართლოში საშინელი ვითარება დაგვხვდა, მკვლელებს თან ახლდნენ თავიანთი გულშემატკივრები, რაც ამორალურია და სრული უტიფრობა მსხვერპლის ოჯახის მიმართ, ისედაც მორალურად განადგურებულ ოჯახს აღიზიანებენ“,-აცხადებენ “თავისუფალ თაობაში“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დაკავებულ 11 პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები