გიორგი ალიბეგაშილმა ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშილმა ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე დღეს ჩეხეთის დელეგაციას შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განიხილეს.
ჩეხეთის დელეგეციამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის იარომირ სკოლოუდუკის ხელმძღვანელობითა და კომპანიების Axin spol. s.r.o,- მფლობელის როლანდ სანდტერისა და Sandtner-ის წარმომადგენლის ვლასტიმირ ჩუდიჩეკის შემადგენლობით დეპუტატებს წინადადებები შესაძლო თანამშრომლობის ისეთ სფეროებთან დაკავშირებით წარმოუდგინეს, როგორიცაა: ქალაქის გენერალური გეგმა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თავშესაფრის მშენებლობა, ძველი ტიპის შენობების რეაბილიტაცია, ნარჩენების გადამუშავება, ასევე წყლის დასუფთავება, ქალაქის გამწვანება, მზის ენერგიის მკვებავების მოწყობილობები და თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება დედაქალაქის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება ჩვენთის ძალიან სასარგებლოა, მისი თქმით, ეს იყო მუშა შეხვედრა, რომელიც მომავალში უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩეხური მხარის ამ კონკრეტულ ჯგუფთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და ურთიერთგაგების ხელმოწერილი მემორანდუმი უკვე აკავშირებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები