ბათუმში საღებავის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საღებავების საწყობს მოედო.
როგორც “კვირას“ შსს-ს აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად საწყობში განთავსებული საღებავების ნაწილი დაიწვა.
“ცეცხლი 90 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ საღებავების საწყობს გაუჩნდა. საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან, ადგილზე მობილიზებული არიან შს სამინისტროს აჭარის სახანძრო სამსახურის ბრიგადები. ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა“, – განუცხადა “კვირას“ ხუსეინ სირაბიძემ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები