ეუთოს ხელმძღვანელი დებალცევოში სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

ეუთოს ხელმძღვანელი ივიცა დაჩიჩი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქალაქ დებალცევოში, სამი დღის მანძილზე, ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბრძოლის შეწყვეტა აუცილებელია, იმისათვის არის სავალდებულო, რომ მოსახლეობამ ქალაქის მშვიდად დატოვება შეძლოს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
„ამ ეტაპზე ბრძოლის შეწყვეტა აუცილებელია, რომ მხარეებს შორის დიალოგის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდეს. გარდა ამისა, ცეცხლის ხანგრძლივი დროით შეწყვეტის შეთანხმებაც იქნეს მიღწეული. მინსკის პროტოკოლისა და მემორანდუმის პირობები უნდა შესრულდეს”, – განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.
შეგახსენებთ, დეკემბრის შუა რიცხვებში, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც დონეცკის ტერიტორიის დატოვებას შეეცდებოდა, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩებოდა, რადგანაც დე ფაქტო დონეცკში ისედაც ბევრი დევნილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები