ყალბი დოლარების გასაღების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარის კუპიურების გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა: შაბან ქოჩერიმ, ჰასან ეროლიმ და ბარიშ ილმაზიმ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გასაღების მიზნით შემოიტანეს 57 000 ყალბი აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნული პირები საგამოძიებო სამსახურმა 20 000 ყალბი აშშ დოლარი გასაღების ფაქტზე დააკავა, ხოლო პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებული იქნა 37 000 ყალბი აშშ დოლარი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.