ნონეშვილის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრი დააყაჩაღეს – ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, ნონეშვილის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრი დააყაჩაღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც “საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. სერვისცენტრის დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია. ჯერ ცნობილი არ არის, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა თანხის წაღება.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები