“ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა იორდანიელი მფრინავი დაწვეს

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა იორდანიელი მფრინავი მუაზა ალ-კასასბეხი ცოცხლად დაწვეს. ერთ-ერთი უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ წვავენ “ისლამური სახელმწიფოს” წევრები იორდანიელ მფრინავს. ერთი შეხედვით, გავრცელებული კადრები რეალობას ასახავს, თუმცა იორდანიის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ ავრცელებს. სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა ტერორისტების მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი ავთენტური და ნამდვილად დაწვეს თუ არა მათ იორდანიელი მფრინავი ცოცხლად. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები