ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 9-10 თებერვალს უნგრეთს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შანდორ საბოსთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები.
ამ მხრივ, ყურადღება დაეთმო, 9-10 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ ვიზიტს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მოლოდინებზე რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე და აგრეთვე საქართველოს მიერ ნატო-ს “არსებითი პაკეტის” იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საერთაშორისო არენაზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები