“ზურა ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის შუამდგომლობამ”

ზურა ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის რეკომენდაციამ, აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში ლევან გაბუნიამ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა 2003 წელს მოკლა.
ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ითმაში ელენე თევდორაძის შუამდგომლობამ და ერთ-ერთი რეკომენდატორი პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, თუ არ ვცდები საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსი იყო. ის თანხა, რომელიც იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურას გადაუხადა, არ ვგულისხმობ, რომ ელენე თევდორაძემაც ნაწილი მიიღო. მე ამის მტკიცებულებაზე საუბარი არ შემიძლია. ბექა პაპუაშვილი იყო 21 წლის. ჩემი შვილი იყო 21 წლის. როდესაც ისინი მოკლეს. ჩვენი შვილები რას შეეწრნენ? ეს მთავრობა, ჩვენი შვილების საქმეს რეზონანსულად არ თვლის და იცით, რატომ? ისინი იყვნენ კრიმინალების მიერ მოკლულები. ამიტომ ეს რეზონანსული არ არის და ეს ბიჭები ადამიანები არ არიან? ისინი არ შეიძლებოდა ვაჟკაცებად გაზრდილიყვნენ? და ისინი, რომლებიც კრიმინალები იყვნენ და რაღაც ოპერაციას შეეწირნენ არიან „გმირები“, მე თბილისში დაბადებული, გაზრდილი კაცი ვარ, მყავს უამრავი მეგობარი, ყველა თბილისელმა იცის, რომ თბილისში არაფერი არ იმალება”, – განაცხადა ლევან გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები