ნიცაში კულიბალმა ებრაული ცენტრის მცველები დაჭრა

ნიცაში სამ ფრანგ ჯარისკაცს, რომლებიც ებრაული საზოგადოების ცენტრს იცავდნენ, დანის გამოყენებით მამაკაცი თავს დაესხა. ამ ინფორმაციას ლუქსემბურგული მედია-ჰოლდინგი „RTL“-ი ავრცელებს. თავდასხმის შედეგად ერთი ჯარისკაცი ხელის არეში, ხოლო მეორე ჯარისკაცი სახის არეშია დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებულია, გარდა ამისა, ნიცის მერის განცხადებაზე დაყრდნობით „BFMTV“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციამ თავდამსხმელის თანამზრახველიც დააკავა. „RTL“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს მუსა კულიბალი ერქვა, ის 1984 წელს გახლავთ დაბადებული. ამ მომენტისთვის არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომელიც თავდამსხმელის მოკლულ ტერორისტ ამედი კულიბალისთან ნათესაურ კავშირს დაადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები