35 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

35 არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საიას’’, ,,საერთაშორისო გამჭირვალობასა’’ და ,,სამართლიან არჩევნებთან’’ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისა და გოგა ხაინდრავას განცხადებამ, ,,საერთაშორისო გამჭირვალობის’’ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ ყოფილი თავმჯდომარისა და ,,სამართლიანი არჩევნების’’ ხელმძღვანელთან დაკავშირებით. ორგანიზაციების მხრიდან, სამოქალაქო სექტორზე ზეწოლად და დემოკრატიული პრინციპების შებღალვად შეფასდა, განცხადება მათზე კვლევის ჩატარებისა და შვედეთში გამოძიების დაწყების თაობაზე კორუფციულ სქემასთან და გრანტებთან მიმართებაში, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვენენ ჩართულნი.
„თუკი თქვენ უფლება გაქვთ საქართველოს პატრიარქზე, ეკლესიაზე შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთოთ, ან ამ კამპანიაში იყოთ ჩართული და ამას გამოხატვის თავისუფლებით ხსნიდეთ, რატომ არ გვაქვს უფლება სამოქალაქო სექტორის ან საზოგადოების წარმომადგენლებს, თქვენს შესახებ კვლევა ჩავატაროთ და რატომ უნდა ითვლებოდეს ეს დემოკრატიის პრინციპების დარღვევად და რატომ არ უნდა ითვლებოდეს თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები მილიონობით ადამიანის რელიგიური გრძნობების შებღალვად.
ანტისახელმწიფოებრივია ის ქმედებებიც, 9 – წლიანი რეჟიმის პერიოდში ღებულობდე მილიონობით დაფინანსებას და არ იბრძოდე რეჟიმის აშკარა გამოვლინებების წინააღმდეგ. არავის ახსოვს „საიას“, „საერთაშორისო გამჭირვალობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ამოღებული ხმა ციხეებში არსებულ გაუპატიურებებზე და წამების სხვა ფორმებზე, გახმაურებულ მკვლელობებზე, ქუჩაში დახვრეტებზე, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ შეტევაზე. თქვენ ამოიღეთ ხმა 2012 წელს არჩევნების წინ, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი.
ის, რომ გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ეს ლოგიკურია, რადგან, როცა სამი წლის მანძილზე 15 მილონი გაქვს დაფინანსება, სირცხვილია რაღაც არ გააკეთო.
„სოროსისა“ და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს იმ სახით რომ დაეფინანსებინათ ის ორგანიზაციები, როგორც დღეს ,,ეს შენ გეხებას’’ და სხვა გაერთიანებებს აფინანსებს, სააკაშვილის რეჟიმი ისეთი ულმობელი არ იქნებოდა და უფრო მალეც დაასრულებდა თავის არსებობას.
თქვენ აკეთებთ აქცენტებს იმ საკითხებზე, რომლებიც ნაკლებად პრობლემატურია ქვეყანაში და არ საუბრობთ სამართლიანობის აღდგენის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე, რადგან სწორედ თქვენი ,,საიას’’, ,,სამართლიანი არჩევნების’’ და ,,საერთაშორის გამჭირვალობის წყალობით იყო რეჟიმი განმტკიცებული, რადგანაც 9 წლის მანძილზე ,,წამყვანი’’ არასამთავრობოები დუმდით და ხმას არ იღებდით.
ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ იყავით სააკაშვილის დანიშნული არასამთავრობოები, რადგან თქვენს გარდა დიპლომატიურ კორპუსთან, ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან და ნაცმედიასთან სხვა ყველას კარები ჩაკეტილი ჰქონდა.
ჩვენთვის ძალიან საინტერესოა შვედეთში დაწყებყლი გამოძიება და შვედურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, ასევე დაანონსებული კვლევების შესახებ ინფორმაცია, რადგან საზოგაოებამ უნდა იცოდეს ბევრი რამ თავისი ,,გმირების’’ შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “თავისუფალი თაობა”, უფლებადამცველთა გაერთიანება, უმუშევართა კავშირი, სამოქალაქო უფლებათა დაცვის სოციაცია, მოძრაობა „მამული ენა სარწმუნოება“, „მომავლის ნათება“, „ადამიანის უფლებების დაცვა – ანტიკორუფციული კავშირი“, „ახალგაზრდები საქართველოსთვის“ ,ახალი თაობა მამულისათვის, ყველა თაობა საქართველოსთვის, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ანტიკორუფციული კავშირი“ , „ უფლებადამცველთა საზოგადოება“ , საზოგადოებრივი გაერთიანება სამართლანობისათვის“ , „ახალგაზრდული ცენტრი“ , „ პოზიცია“, „დემოკრატია და ცვლილებები“ , „ ვემსახურები საქართველოს“ , „ საკუთრების უფლებადამცველთა კავშირი“ , „მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების ცენტრი“, „საქართველოს განვითარების ეროვნული კავშირი“, „სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო“, „ახალგაზრდები ახალგაზრდებისა და მომავლისათვის“ , „ძალოსნების კლუბი-წყალტუბო“, „ძლიერი საქართველო“ , „საქართველოს პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“ , „დემოკრატიული განვითარების ფონდი“, „21-ე საუკუნე საქართველოს მომავალი“, კოალიცია უფლებადამცველი, „საქართველოს ადვოკატთა კოლეგია“, „იურისტები დემოკრატიის განვითარებისა და სამართლებრივი დახმარებისათვის“, „საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმი“, „დამოუკიდებელ იურისტთა კლუბი“, საზოგადოება ,,ლაზარე’’, ეროვნულ – რელიგიური ინსტიტუტი, „სულიერი და ზნეობრივი საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები