გიგლა აგულაშვილი – დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება.
მისი განმარტებით, საუბარია ამ მიმართულებით ადამიანების წახალისებასა და მათთვის მეტი მოტივაციის გაჩენაზე. კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან ერთად, ის პრობლემები განიხილეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების კუთხით ქვეყანაში არსებობს.
როგორც გიგლა აგულაშვილი განმარტავს, ჯარიმების შემოღების თაობაზე არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო პროექტი და ინიციატივა. მისი თქმით, არის მხოლოდ იდეა, რაც იმას უკავშირდება, რომ დაუმუშავებელი მიწების დამუშავება მოხდეს. “მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხარჯავს რესურსებს, გამოყოფს სუბსიდიებს მიწების დამუშავებისთვის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის, ბუნებრივია, მოტივირებულები ვართ, რომ მეტი ეფექტი მივიღოთ. მაგალითად, სადაც საგაზაფხულო სამუშაოების დროს მიწა მოიხნა, თუკი ადამიანმა მიწის დამუშავება შეწყვიტა, გამოდის, რომ სათანადო ეფექტს ვერ ვიღებთ. ამიტომ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე დავაჯარიმოთ, ან ადმინისტრირებით დავჩაგროთ, ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რესურსი გამოვიყენოთ და მეტი სასურსათო პროდუქტი მივიღოთ. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ არა ვინმეს დაჯარიმებაზე, არამედ წახალისებასა და ხელშეწყობაზე. დახმარება უნდა ჰქონდეს მას, ვინც მიწას ამუშავებს და ამის მოტივაცია გააჩნია”, – განაცხადა აგულაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები