აფხაზეთში სკოლები და საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა

ოკუპირებულ აფხაზეთში სკოლები და საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა.
სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი 8 თებერვალმდე გამოცხადდა.
მიზეზი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გავრცელება გახდა.
კარანტინი სულ 162 სკოლაში, 4 სკოლა-ინტერნატში და 36 საბავშვო ბაღში გამოცხადდა.
“სოხუმსა და სხვა რეგიონებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაინფიცირებული ბავშვების რიცხვი დღითიდღე იზრდება, ამიტომაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, კარანტინი გამოვაცხადოთ” , – განუცხადა “იტარ-ტასს” აფხაზეთის განათლების დე ფაქტო მინისტრმა, ადგურ კაკობამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები