ფირცხალავას ორგანიზაცია პოლიციის საერთაშორისო ასოციაცია IPA-ს მიმართავს

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას დაკავების გამო, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ პოლიციის საერთაშორისო ასოციაცია IPA- ს განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ „კვირას“„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
„როგორც კი პროკურატურიდან საქმის მასალებს მივიღებთ, ჩვენი ორგანიცაზიის სახელით მივმართავთ პოლიციის საერთაშორისო ასოციაცია IPA- ს, ჩვენი ორგანიცაზია უკვე ერთ წელზე მეტია IPA- ს წევრია და, შესაბამისად, ირაკლი ფიცხალავას უფლებებს ბოლომდე დავიცავთ“, – აცხადებენ პრესცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგა“ პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის IPA- ს წევრი 2014 წელს გახდა.
ცნობისათვის, შარშან ვილნიუსში ლიტვის პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონგრესზე, საქართველოს სექცია ოფიციალურად გამოიყო. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ არის ერთადერთი ორგანიზაცია, დაფუძნებული ყოფილი ძალოვნების მიერ, რომელიც “IPA-ლიტვაში“ საქართველოს სახელით არის წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მოქმედ თუ ყოფილ პოლიციელს შეეძლება პოლიციის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება, რომელსაც ჩვენი ოგანიზაცია უზრუნველყოფს.
პოლიციის საერთაშორისო ასოციაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შედგება ეროვნული განყოფილებების პოლიციის მოქმედი ან გადამდგარი თანამშრომლებისგან, მიუხედავად მათი წოდების, თანამდებობის, სქესის, რასის, ენისა თუ რელიგიისა.
ასოციაციის მიზანია, შექმნას მეგობრობაზე დამყარებული კავშირი და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამგობრობას. ასოციაცია გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული „ადამიანის უფლებების დეკლარაციის“ ძირითადი პრინციპების ერთგულია და აღიარებს, რომ წამების ნებისმიერი ფორმა აბსოლუტურად ეწინააღმდეგბა აღნიშნულ პრინციპებს. მისი მიზნები ასევე გულისხმობს საკუთარი წევრების (მოქმედი თუ გადამდგარი პოლიციელების) პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაცვლას, პროფესიული დონის ამაღლებას და სპორტულ–კულტურული ურთიერთობების განვითერებას. ასოციაციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული გერმანული და ესპანური.
IPA 1914 წლის 15 დეკემბერს ინგლისში დაფუძნდა, მასში გაწევრიანებულია 63 ქვეყანა, ჯამში კი 420 000 პოლიციელი. „პოლიციის საერთაშორისო საზოგადოება“ მიზნად ისახავს პოლიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებას მთელი მსოფლიოს მაშტაბით. რაც შეეხება ორგანიზაციის მიზნებს,ნათქვამია, ორგანიზაცია აღნიშნული პროფესიის სხვადასხვა ხალხის დაახლოებას ისახავს მიზნად.მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. ორგანიზაცია ქსელში გაერთიანებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს სთავაზობს.
შესაძლებელია სხვადასხვა გრანტების მოპოვება. საკანონმდებლო მხარის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამი არაფერია, გარდა ერთისა: „პოლიციის საერთაშორისო საზოგადოება“ არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორანიზაცია, რომელიც აერთიანებს ყოფილ და მოქმედ პოლიციელებს. მათი წარმომავლობისა, სქესისა, კანის ფერისა, რელიგიისა და ეროვნების მიუხედავად.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები