შსს-ს სააგენტოში დღეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თემაზე ტრენინგი ჩატარდება

შსს-ს სააგენტოში დღეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თემაზე ტაქტიკური ტრენინგი ჩატარდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრენინგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ტარდება. ის სამდღიანი იქნება და 6 თებერვალს დასრულდება.
აღნიშნული ტრენინგი შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების განყოფილების ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლებაში ასევე მონაწილეობენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ დაცვის პოლიციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები