ხონში, სავარაუდოდ, ვალების გამო 2 შვილის დედამ თავი ჩამოიხრჩო

ხონის რაიონის სოფელ ქუტირში ქალბატონმა შორენა ა-მ თავი ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, ოჯახს ბოლო წლებში ვალები დაუგროვდა, რის გადახდასაც ვერ ახერხებდნენ.
“ბევრი ვალი ჰქონდათ. გარდაცვლილს ორი შვილის დარჩა. ძალიან კარგი ქალი იყო. საკუთარ სახლში იპოვეს”, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.
სოფელ ქუტირში შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები