„შარლი ებდოს“ ახალი ნომერი 25 თებერვალს გამოვა



ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ ახალი ნომერი 2015 წლის 25 თებერვალს გამოვა. ეს ინფორმაცია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოცემის თანამშრომელმა ლორან ლეჟემ გაავრცელა.

„როგორც იქნა! ცოტაოდენი მოთმინება და „შარლი ებდო“ 25 თებერვალს გამოვა. შევხვდებით ერთმანეთს ყველა საგაზეთო ჯიხურთან“, – განაცხადა ლეჟემ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოცემის შემდეგი ნომერი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვიდოდა. შეგახსენებთ, ჟურნალის უკანასკნელი ნომერი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ის 7 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები