ოდესელმა პენსიონერმა უკრაინის არმიას 2 ათასი აირწინაღი აჩუქა (ვიდეო)



ოდესის ოლქის მცხოვრებმა 74 წლის ვასილი ტიმოფეევიჩმა ATO-ს ზონაში მებრძოლ უკრაინის არმიას თავისი კოლექცია აჩუქა, რომელიც 2 ათას აირწინაღს წარმოადგენდა. ტიმოფეევიჩი აირწინაღებს სსრკ-ს დროს, ტექნოგენური კატასტროფის შემთხვევისთვის აგროვებდა.

„უნიანის“ ინფორმაციით, ტიმოფეევიჩი ყოფილი საზღვაო ქვეითია. უკრაინის არმიისთვის პენსიონერის გადაცემულ კოლექციაში აირწინაღები ბავშვებისთვის არის. ყველა აირწინაღი პენსიონერს საკუთარი სახსრებით ჰქონდა შეძენილი. თავდაცვის საშუალებები ტიმოფეევიჩს თავისი სახლის სარდაფში, ყუთებში ჰქონდა დასაწყობებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები