ფოთში, კუნძულის უბანში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ფოთში, კუნძულის უბანში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც „კვირას“ ქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც შენობაში მცხოვრები 2 ოჯახი დარჩება უსახლკაროდ. ჩამონგრეული შენობა, მათი საცხოვრებელი ფართისგან შორს მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობის სიძველიდან გამომდინარე, შენობას ჩამონგრევის საფრთხე კიდევ ემუქრება.
„აღნიშნული შენობა ფოთის მერიის ბალანსზე არ არის. მესაკუთრე კერძო კომპანიაა, შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ჩვენ არ გვეხება, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ საკითხზე უკვე მუშაობს. რამდენადაც ცნობილია, შენობაში მცხოვრები 2 ოჯახი არც სოციალურად დაუცველია და არც დევნილი“, – განაცხადა ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა ანა კილასონიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები