ფოთის ტერმინალში ხიდი ჩაინგრა და მანქანას დაეცა

„ეი-პი-ემ ტერმინალ ფოთის” ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე გადასასვლელი ხიდი ჩამოინგრა. როგორც „კვირას“ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარიკა ნადარაიამ განუცხადა, ხიდი ექსპლუატაციაში არ იყო შესული. მისი თქმით, ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მძიმეწონიან მანქანას (ტრაილერს) გაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა.
„ტერიტორიაზე არსებული ხიდი ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში არ იყო შესული, სატესტო რეჟიმში იმყოფებოდა. ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ტერიტორიაზე მყოფი მანქანა დაზიანდა“, – აღნიშნა მარიკა ნადარაიამ.
მარიკა ნადარაია „კვირასთან“ საუბრისას ვერ აკონკრეტებს, ხიდის ჩამონგრევის დროს დაზიანებული მანქანა ვის ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ნადარაია ვერ აზუსტებს, როდის უნდა შესულიყო ხიდი ექსპლუატაციაში, ან გაფრთხილებულები იყვნენ თუ არა თანამშრომლები, რათა უსაფრთხოების წესები დაეცვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები