„ინფორმაცია, რომ გავრცელებულ ფირზე ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეა ასახული, სიმართლეს არ შეესაბამება“

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკა ყუშიტაშვილს შეეწირა პატრული ჯღარკავა და ის სწორედ შს მინისტრის მოთხოვნით გათავისუფლდა სამსახურიდან, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს.
გაზეთ “კვირს ქრონიკასთან“ ინტერვიუში გომელაური განმარტებას აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპატრულო პოლიციის თაობაზე გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელიც ბორჯომში მომხდარ ფაქტს ასახავს.
როგორც მინისტრი აცხადებს, ეს ფაქტი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომ ფირზე ასახული პიროვნება ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ასეთი რამ არ მომხდარა, პარალელი მინდა გავავლო ბორჯომის თემასთან, ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და „ნაციონალებმა“ დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი, ეს იყო ტყუილი, არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, წლებია, რაც იქ მუშაობს. იგი ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ იყო ნასვამი, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდნენ ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე, პატრულმა სწორი რეაგირება გააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს. ახლა ნახეთ, რა ინტერპრეტაცია მისცეს ამას „ნაციონალებმა“, თითქოს პატრული გაათავისუფლეს იმის გამო სამსახურიდან, რომ ზურაბ ბერიკაშვილს ჯარიმა გამოუწერა. იგი დააკავა ორმა თანამშრომელმა, აქედან ერთ-ერთი მალევე დაწინაურდა, ხოლო მეორემ მომხდარიდან წელიწადნახევრის შემდეგ თავისი ნებით დატოვა სამსახური. სად არის ლოგიკა, თუ ერთს უშვებენ, მეორეს რატომ აწინაურებენ? და არც იმ ქალბატონის გულისთვის არ გაუთავისუფლებიათ პატრული სამსახურიდან“, – აცხადებს ვახტანგ გომელაური „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები