მარიუპოლთან რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მარიუპოლთან, უკრაინელი სამხედროების პოზიციებთან რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. აპარტი უკრაინელი ძალების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, – წერს უკრაინული მედია.
„ახლა უპილოტო აპარატი ოკუპანტების შესახებ შეაგროვებს ინფორმაციას“, – იუწყება „24-ე არხი“.
უკრაინელი კონსტრუქტორების თქმით, მოწინააღმდეგემ აპარატის გაშვებისას გადატვირთა უპილოტო მოწყობილობა, რის გამოც აპარატი მიწაზე დაეცა. ახლა სპეციალისტები მისი ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობენ. სარემონტო სამუშაოების შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატი კვლავ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში გაიგზავნება, თუმცა ახლა ის ინფორმაციას უკრაინელი სამხედროებისთვის დააფიქსირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები