ოთარ მირზოევმა გადადგომის შესახებ პირველად შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აცნობა

კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ მან თავდპირველად შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს აცნობა. „კვირის პალიტრასთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ მისი თანამდებობაზე დარჩენით, არ სურდა შსს-ს სახელი შელახულიყო.
„დამიბარა და მკითხა, რა ხდება, არ მომატყუოო, მეც ვუთხარი ყველაფერი და მინისტრს სამსახურიდან წასვლაც შევთავაზე: ტვირთად არ დაგაწვებით, ვინმემ არ გისაყვედუროთ, წავალ- მეთქი. მითხრა, თუ ასეა, როგორც ამბობ, მაშინ გამოძიების დასრულებას დაველოდოთ. ჭიკაიძე თავმოყვარე კაცია და თანამდებობიდან წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა. ნეტავ, მაგისთანა წესიერი ბევრი იყოს. ხუხაშვილზე ცოტა მაღალი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მას მერე, რაც თქვა, რომ თურმე მირზოევი იყო მინისტრი და ის მართავდა შსს-ს და არა ჭიკაიძეო, რაღა უნდა ვილაპარაკო. იმედი მაქვს, რომ მამა – შვილის საქმე გაიხსნება”,- აცხადებს მირზოევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები