2013 წელს გიგი უგულავამ პრემიის სახით 39 546 ლარი მიიღო, ხოლო სევდია უგრეხელიძემ – 59 081 ლარი

2013 წელს თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 39 546 ლარი, მისმა პირველმა მოადგილემ სევდია უგრეხელიძემ კი 59 081 ლარი მიიღო. მერის მოადგილეებს შორის 2013 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს შოთა ხიზანიშვილს – 68 758 ლარი – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტი“ აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ მოკვლეული დოკუმენტით ირკვევა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია, რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ახალი მმართველობის პირობებში პრემიები არ გაცემულა, ხოლო სახელფასო დანამატები დაახლოებით იგივე ოდენობით გაიცემა, რაც არჩევნებამდე.
მაგალითად, 2014 წლის არჩევნებამდე თბილისის მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების მიერ საშუალოდ ყოველთვიურად მიღებული პრემია და სახელფასო დანამატი შეადგენდა 5000 ლარს, ხოლო არჩვენების შემდგომ აღნიშნული თანხა სახელფასო დანამატის სახით, პირველი მოადგილის შემთხვევაში, განისაზღვრა 3540 ლარით, ხოლო მოადგილეების შემთხვევაში – 3 360 ლარით.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიაში აღარ გაიცემა პრემიები, სახელფასო დანამატების გაცემის თვალსაზრისით კვლავ შენარჩუნებულია არჩევნებამდე არსებული პრაქტიკა.
ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტულ თანამდებობებზე გასაცემი ყოველთვიური სახელფასო დანამატების ოდენობები. მაგალითად, თბილისის მერის პირველი მოადგილის ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენს 3540 ლარს, ხოლო მოადგილის – 3360 ლარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ბრძანებით თბილისის მერისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი განსაზღვრული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები