იპოდრომთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინზე, იპოდრომთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
დაშავებული მზგავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები