ლუკა კურტანიძე შესაძლოა პარლამენტის წევრი გახდეს

კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში პარლამენტის გარდაცვლილი წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლე ლუკა კურტანიძეა.
საარჩევნო სიის თანახმად, პარლამენტში გათავისუფლებული ადგილი სწორედ კურტანიძემ უნდა დაიკავოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლუკა კურტანიძე შესაძლოა, პარლამენტის წევრი გახდეს. თავად კურტანიძე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
დეპუტატი თამაზ ავდალიანი, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნებიდან” მოხვდა, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები