თბილისში ნიღბიანმა პირმა „ორი ნაბიჯის“ ფილიალი დააყაჩაღა
კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯის“ ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი ნიღბიანი პირი შეიჭრა და მოლარეს დანის მუქარით თანხა გასტაცა. წინასწარი ცნობით, წაღებულია დაახლოებით 400-500 ლარი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს