რა რეპლიკით მიმართა თეა წულუკიანს თვითმფრინავის მგზავრმა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შს მინისტრთა მინისტერიალის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რიგაში გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ სხილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე თეა წულუკიანის ფოტოს აქვეყნებს, რომელის ვიზიტის დასრულების შემდეგ თვითმფრინავშია გადაღებულია.
სხილაძე ფოტოს თან კომენტარს ურთავს:
“წარმატებული ვიზიტის ბოლოს, როგორც იქნა გაიხარა და დაუბრუნდა ჩვეულებრივი მოკვდავის ამპლუას. უკან მჯდომი ქართველი მგზავრის რეპლიკაზე “სულ ეკონომ კლასში ზის” იღიმის და ძააააალიან მნიშვნელოვანი უწყების განვითარების შესაძლო ვარიანტების გაცნობას იწყებს :))“ – წერს მარიამ სხილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები