ბათუმელი მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც თავის დაწვა სცადა მძიმეა

ბათუმში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას დამწვრობა მთელ სხეულზე აქვს მიღებული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი დაზარალებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები